top of page

მედიცინაში დეზინფორმაცია კლავს

დეზინფორმაციის მეტასტაზები-არ გავხდეთ დეზინფომრაციის მსხვერპლნი

ბრძოლა ნდობისთვის: დეზინფორმაცია, როგორც ანტივაქსერთა მთავარი იარაღი თანამედროვე მედიცინის წინააღმდეგ

თანამედროვე სამყაროში მედიცინამ, დარგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას, სირთულესა თუ ამოუცნობ მოვლენას იტევს, მიაღწია განვითარების ისეთ ეტაპს, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი წარმოიდგენდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როდესაც შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი და სხვა ინფექციები მსოფლიოს მუსრს ავლებდა. დღეს კი ეს პანდემიები ჩვეულებრივ დაავადებად იქცა.

კაცობრიობის მეტამორფოზი-მითებთან ბრძოლა გრძელდება

გაინტერესებთ ასეთი გარდასახვა რამ განაპირობა? დასაწყისი 1796 წელია, როდესაც ინგლისელმა ექიმმა, ედუარდ ჯენერმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონა. აქედან იწყება ვაქცინაციის ისტორიაც, რომელმაც  საძირკველი გამოაცალა ბევრ განსწავლულ თუ გაუნათლებელ, ძალაუფლების მოყვარულთ, გამოგონილი და შეთხზული მითებით დაჰპირისპირებოდნენ მედიცინას. ისტორიამ დღემდე შემოგვინახა ერეტიკოსებად  შერაცხილი, ცეცხლზე დამწვარი ექიმებისა და მეცნიერების ფაქტები, რომელთაც უამრავი მორჩილი ფანატიკოსი ბრმად ტაშს უკრავდა. 21-ე საუკუნეში ვაქცინაციის დანერგვამ მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწია, თუმცა მითები და ლეგენდები კვლავ რჩება მეცნიერების წინააღმდეგ ბრძოლის შავ-ბნელ იარაღად.  ტექნოლოგიების მაღალ დონეზე განვითარებამ და კომპიუტერულმა ეპოქამ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. დღეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მარტივია ინფორმაციის მოძიებისა და ახალი ცოდნის შეძენის პროცესი.  თუმცა, საჭირო და სანდო ცნობებთან ერთად, ასევე სწრაფად ხელმისაწვდომია რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციაც, რომელიც მითების და დეზინფორმაციის სახით მეტასტაზებივით ვრცელდება საზოგადოებაში და ხშირად ჯანსაღ აზრს კლავს.   როგორია დამაზიანებელი ფორმაციის საცეცები მედიცინაში, როგორ ვრცელდება, რა შედეგს იწვევს და ვის ინტერესს ემსახურება - ამ პროცესებს გიჩვენებთ ბლოგში, რომელიც ისეთ მძიმე დაავადებას ეხება, როგორიც არის სიმსივნე და  მისი გამომწვევი  ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსი  (აპვ) - ჩვენ ვსაუბრობთ მეცნიერების უდიდესი მიღწევის აპვ-ს ვაქცინის შესახებ გავრცელებულ თანამედროვე მითებსა და ლეგენდებზე. ​ 

ამბავი "აკლდამაში ამოწყვეტილი სოფლის" შესახებ

ისტორია გვინახავს ფაქტებს, სადაც საზოგადოება რიყავდა სასიკვდილო სენით დაავადებულ ადამიანებს, რათა თავი დაეცვათ დაინფიცირებისგან. ეს არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. ხევსურეთის, კერძოდ, შატილის მიმდებარე  ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილია არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, ანატორია ე.წ. „აკლდამაში ამოწყვეტილი სოფელი“, სადაც  უამრავ შავი ჭირით  დაავადებულ  ადამიანთა  ჩონჩხია. შემზარავია იმაზე ფიქრი, თუ რა წუთები გამოიარეს გარდაცვალებამდე ამ ადამიანებმა. მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, გარიყვა, სოციუმისგან იზოლირება და მარტოობაში სიკვდილი იყო ერთადერთი გზა ახლობლების გადასარჩენად.

მდუმარე ეპიდემია სააშკარაოზე

მოკლე ამბავი პაპილომა ვირუსის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით 2022 წელს მსოფლიოში გარდაიცვალა 3500 000 ქალი. ამ ტიპის სიმსივნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი სწორედ ადამიანის პაპილომა ვირუსია ( ეს ჯანმოს ბოლო მონაცემია).
არადა, ჯანმოს რეკომენდაციით, იმისთვის, რომ პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ ეფექტური შედეგი გამოიღოს, 15 წლამდე გოგონების სულ მცირე 90%-ის ვაქცინირებაა საჭირო.
WHO-ს მონაცემებით კი 2023 წელს, მსოფლიოში 9-14 წლის გოგონების დაახლოებით 27%-ია ვაქცინირებული პაპილომავირუსზე მინიმუმ ერთ დოზით. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სწორედ იმუნიზაციის დანერგვამ განაპირობა მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების რაოდენობრივი კლება - წელიწადში 13%-ით. მაგალითად აშშ-ში 2011-2017 წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა 23%-ით. ხოლო ინგლისში, აპვ-ს ვაქცინა დაკავშირებულია კიბოს 90%-ით შემცირებასთან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ ტიპის სიმსივნის აღმოფხვრა შესაძლებელია.

პარალელები

დავიწყოთ ICO/IARC-ის ინფორმაციით - საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 327 ქალს უსვამენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს. აქედან დაახლოებით 204 იღუპება.
საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინირების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდა. 2010-2014 წლებში პირველად ჩატარდა საპილოტო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასებას. 2017-2018 წლებში Gavi-ს მხარდაჭერით, ვაქცინაცია განხორციელდა ქვეყნის ოთხ რეგიონში: აფხაზეთში, აჭარაში, ქუთაისსა და თბილისში. ამის შემდეგ კი ქვეყანა ჩაერთო HPV ვაქცინის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში, ხოლო 2023 წელს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც ვაქცინაცია უფასოა 10-45 წლამდე ქალებში და 10-26 წლის მამაკაცებში.
National library of medicine-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წელს 10-12 წლის გოგონების მხოლოდ 23,5%-მა მიიღო ვაქცინის სრული დოზა. 2021 წელს ეს რიცხვი 23,8%-ამდე, ხოლო 2022 წელს 25,8%-ამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, შემდეგ წლებში ვაქცინირებულთა პროცენტული მონაცემები ამ დრომდე არ არსებობს.

 

აპვ-ს ვაქცინაცია მსოფლიოსა და საქართველოში

მართალია, გამოვაქვეყნეთ პროცენტული მაჩვენებლები ვაქცინირებულთა შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში დღემდე სრულყოფილად არ ხდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მით უფრო გამოქვეყნება, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია სულ რამდენი ადამიანია აცრილი პაპილომა ვირუსზე. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში მივმართეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია - ბოლო წლების მიხედვით საქართველოში რამდენი ადამიანია ვაქცინირებული.

ამის ფონზე ჩნდება კითხვა

თუ კი არსებობს მომაკვდინებელი სენის პრევენციის ასეთი ეფექტური საშუალება, რატომ არის ინფიცირების ამხელა მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში?

21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მოვლენად ითვლება დეზინფორმაციული ომი ანტივაქსერულ კამპანიებსა და მეცნიერებას შორის. სამწუხაროდ, ბრძოლის ის მეთოდი, რომელსაც ანტივაქსერები მიმართავენ, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოწყვლად ადამიანთა ცნობიერებაზე. ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციის საფუძველზე იქმნება ახალი მითები და ლეგენდები, რაც ჩირქს სცხებს მეცნიერების ჭეშმარიტებას. ეჭვი და უნდობლობა კი ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორია საზოგადოებისთვის. მოტყუებული სოციუმი უარს ამბობს იმუნიზაციაზე, რის გარეშეც, პაპილომა ვირუსით ინფიცირების რისკი იზრდება. ​

2006 წლიდან, როდესაც პირველად გამოჩნდა პაპილომას წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, მუდმივად ტარდება კვლევები, რომელსაც ზედამხედველობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი (SAGE). სწორედ მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით ირწმუნებიან ვირუსის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ასევე, იხვეწება დეზინფორმაციის გავრცელების გზები და ფორმები.

დეზინფორმაციის გავრცელების გზები და მეთოდები - “მითების დეტექტორის” მკვლევარი თინათინ თვაური.​
f3fd8f36-5bc2-4f8d-a8d0-b240ad7dd541.jpg
bfc488fa-1259-458d-98e8-529806996a53_edi

ჯერ კიდევ 2010 წელს, კანმპანიურად, რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში პირველად გავრცელდა მოსაზრება, რომ   აპვ-ს ვაქცინა იწვევდა უშვილობას. სტატიებიმა სახელწოდებით „ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ კი პაპილომა ვირუსის ვაქცინა უშვილობას გამოიწვევს“ სოციალურ ქსელებში გააქტიურა აპვ-ს იმუნიიზაციის საკითი

ჯერ კიდევ 2010 წელს  სოციალურ ქსელში პირველად გავრცელდა მოსაზრება, რომ   აპვ-ს ვაქცინა იწვევდა უშვილობას. ერთდროულად გამოქვეყნებულმა რამდენიმე სტატიამ სახელწოდებით „ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ კი პაპილომა ვირუსის ვაქცინა უშვილობას გამოიწვევს“, გააქტიურა აპვ-ს იმუნიზაციის საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა. 

დროთა განმავლობაში სოციუმის გარკვეულ ნაწილში ეს თემა დებატების დიდ საგნად გადაიქცა და ამ დეზინფორმაციამ საკმაოდ ბევრი

ადამიანის დარწმუნებაც მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ისეთი სანდო წყაროები ირწმუნება, როგორიც არის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ევროპის წამლის სააგენტო (EMA), 2010 წლის შემდგომ, 2023 წელს სოციალურ ქსელში კვლავ გამოჩნდა იმავე დეზინფორმაციის შემცველი სტატიები.

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა და უშვილობა- 
         მითია თუ რეალობა

საბოლოოდ საზოგადოებაში გავრცელებული მითი დაიმსხვრა.

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის - CDC კვლევებმა ყველაფერს გასცა პასუხი.

დამსხვრეული მითები

"ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ შეუძლიათ პაპილომა ვირუსის ინფექციის ან კიბოს გამოწვევა, რამდენადაც ვაქცინა ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილის გამოყენებით მზადდება – ცილა ლაბორატორიაში იზრდება და ვირუსის მსგავს ნაწილაკებად იქცევა, თუმცა ის არ შეიცავს ვირუსის გენეტიკურ მასალას."
ინფორმაცია ვრცელდება AMA Journals of Ethics_ის მიერ.

c0a305e2-ddc5-4694-b176-9d7fb7c7b478.jpg
a209d7fe-be0e-4f3b-90bb-5939c9bd4dee_edited.jpg

დეზინფორმაციული კრეატივი კიდევ და კიდევ იზრდება ანტივაქსერთა კამპანიებში

ეს ყველაფერი არ არის. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა დეზინფორმაციასთან მებრძოლმა ორგანიზაციებმა, მათ შორის მითების დეტექტორის ლაბორატორიამაც, სააშკარაოზე გამოიტანა რეალობა და დაადასტურა, რომ ყოველივე ეს არის სიყალბე, ჩნდება კიდევ სხვა ტიპის პროპაგანდისტული, თუ დეზინფორმაციული კამპანიები. ამჯერად არა მხოლოდ ქართულ მედიაში. 2020 წელს „Children’s heath defense”-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აპვ-ს ვაქცინირება გახდა საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულთა რიცხვის ზრდის მიზეზი. სამი წლის შემდეგ კი ამ შინაარსის შემცველი ტექსტები ქართლ facebook გვერდებზეც გამოჩნდა.

 "აპვ-ს ვაქცინა ვერ იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ფაქტორი" -
თსსუ-ს ქირურგიის ლექტორი, ონკო-ქირურგი მაკა გოგოლაძე და  იმუნოლოგიის ლექტორი ქეთი მექვაბიძე.

      ვინ დგას ამ ყოველაფრის უკან?

ვინ უპირისპირდება მედიცინას, ვინ ებრძვის მეცნიერებას და ვის ინტერესშია ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება?

robot that is thinking with its hand to chin.jpg

 თუ მედიცინის  რევოლუციურმა გარდასახვამ  ამდენი სარგებელი მოუტანა  კაცობრიობას, ვის, რატომ და რისთვის სურს მითების შეთხზვით  საყოველთაო სიკეთის  დაინფიცირება?

„სამწუხაროდ, დღეს მრავლად არიან პირები, რომელთათვისაც პირადი ინტერესები საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ადამიანები აქტიურად ავრცელებენ პროპაგანდულ, ცრუ ინფორმაციის შემცველ ტექსტებს მყვირალა სათაურებით, რათა გავლენა მოახდინონ სოციუმზე. რას ემსახურება ეს ყოველივე? გასაკვირია ალბათ, რომ უმეტესწილად განათლებას მოკლებული ადამიანები ცდილობენ ჩირქი მოსცხონ მეცნიერულ მიღწევებს, რათა გაამართლონ თავიანთი უმეცრება და ცრურწმენა. ასევე შესაძლოა დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროდ  შევხვდეთ ინტელექტუალ, განათლებულ ადამიანს, რომელიც საკუთარი გავლენის დემონსტრირების მიზნით აკეთებს ყოველივე ამას, ანდაც რაიმე სახის მოგების, სარგებლის გამო. ისეთ ეპოქაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რთული არ არის სიცრუისა და ჭეშმარიტების გარჩევა, თუმცა ანტივაქსერული კამპანიები მაინც ახერხებენ, საზოგადოებაზე მანიპულირებასა და მათი ნდობის შერყევას მეცნიერებისადმი. მაგრამ, არის რამდენიმე წესი, რაც დაგვეხმარება დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად“, - აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს პროფესორი და მედია მკვლევარი თიკო ცომაია. 

download.jpg
             თიკო ცომაია
unnamed-file-1.jpg

რჩევა საზოგადოებას

ინფორმაციის გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად სანდოა წყარო, რომელიც ავრცელებს მას. 

ენდეთ  მეცნიერებას!  ნუ დაინფიცირდებით ანტივაქსერთა მითებით!

გახსოვდეთ მედიცინისა და მეცნიერების სფეროს ინფორმაციები გადაამოწმეთ საიტებზე - FDA, CDC,WHO...

არის თუ არა ინფორმაცია სანდო მედიის გავრცელებული.

ტექსტთან ერთად მითითებული არის თუ არა ავტორი.

bottom of page